საქართველოს შესახებ დისკუსიას  ევროკავშირის საგარეო მინისტრები იანვარში დაუბრუნდებიან - Palitra News

საქართველოს შესახებ დისკუსიას  ევროკავშირის საგარეო მინისტრები იანვარში დაუბრუნდებიან

2026-10-13 16:08:24+04:00

საქართველოს შესახებ დისკუსიას ევროკავშირის საგარეო მინისტრები იანვარში დაუბრუნდებიან. ევროპელი ლიდერები ქართულ ოცნებას აკრიტიკებენ , ამბობენ, რომ მიღებული კანონების გამო უკუსვლა გრძელდება და ხელისუფლება სისტემატურად ართმევას ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს. მმართველი გუნდი ბრიუსელიდან კრიტიკას კრიტიკითვე პასუხობს. ქართული ოცნების დეპუტატები ევროკავშირის წარმომადგენლებს დისკუსიას სთხოვენ, და მიიჩნევენ, რომ მიუხედავად კრიტიკისა შუა დერეფანში საქართველოს მნიშვნელობა ის საკითხია, რის გამო ევროკავშირს ქართულ ოცნებასთან ურთიერთობის დაწყება მოუწევს.