მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება სავარაუდოდ, დღეს გაუფორმდებათ - Palitra News

მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება სავარაუდოდ, დღეს გაუფორმდებათ

2026-10-13 16:13:12+04:00

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება სავარაუდოდ, დღეს გაუფორმდებათ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 17:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე გახდება ცნობილი, უფორმებს თუ არა პროკურატურა აღნიშნულ მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმებას და რა პირობით.