ქალაქი ქალაქში, სადაც საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად უნიკალური, ხუთვარსკვლავიანიინფრასტრუქტურა მოეწყობა. არქი გრანდ ავენიუზე Hilton-ის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს და უინდჰემ-ის რეზიდენციების მშენებლობა იწყება. 21 ჰექტარ ფართობზე გაშენებულ მრავალფუნქციურ უბანში, ორმილიარდიანი ინვესტიციით, მსოფლიო ბრენდების ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და რეზიდენციები მოეწყობა. ახალი კომპლექსის საძირკველში სიმბოლური კაფსულა უკვე ჩაიდო. ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები და დედაქალაქის მერი ესწრებოდნენ.