ჩემი გზავნილი იქნება ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ არ დააკნინონ ის, რასაც რუსეთი საქართველოში სცდის და ეს არის ჰიბრიდული ომი - ნარატივი, რომელიც აქამდე შეუძლებლად გვეჩვენებოდა, მოულოდნელად ხდება შესაძლებელი უდიდესი პროპაგანდის, სოციალური ქსელის, ხელოვნური ინტელექტის გამო,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე პანელური დისკუსიის მიმდინარეობისას განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად საქართველოს დიდი გამოცდილებისა რუსული პროპაგანდის მიმართ და შეუძლია განასხვაოს პროპაგანდა რეალობისგან, იქაც კი ისმის ისეთი შემაშფოთებელი განცხადებები, რომ „გეორგიევსკის ტრაქტატით“ რუსეთმა საქართველო გარე სამყაროსგან დაიცვა.
„ჩვენ რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით მეტი გამოცდილება გვაქვს 70 წლის განმავლობაში. ვიცით, როგორ განვასხვაოთ პროპაგანდა რეალობისა და სიმართლისგან. თუმცა ძალიან გაოგნებული ვარ ფაქტით, რომ პროპაგანდას ჯერ კიდევ აქვს რაღაც გავლენა. არ მინდა ზედმეტი მნიშვნელობა მივანიჭო ამ გავლენას, მაგრამ ის სახეზეა. ყველაზე მეტად რამაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა და რაც არის პროპაგანდის უკანასკნელი ფაზა, არის ისტორიული ნარატივის ცვლილება, როდესაც საქართველოში გვესმის, რომ „გეორგიევსკის ტრაქტატით“, რომლითაც რუსეთის იმპერიამ შეძლო საქართველოს სახელმწიფოს, მონარქიისა და ეკლესიის გაუქმება, რუსეთმა გადაგვარჩინა დანარჩენი მსოფლიოსგან. ის ფაქტი, რომ ადამიანთან ნაწილი ამას იმეორებს, ისეთივე შემაშფოთებელია, როგორც იმის გაგება, რომ გერმანიაში შეიძლება იყოს ჯგუფები, მათ პარტიებს ვერ ვუწოდებ, რომლებიც ამბობენ, რომ ორი სახელმწიფო ერთ სახელმწიფოზე უკეთესია. ნარატივი, რომელიც აქამდე შეუძლებლად გვეჩვენებოდა ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც ჰქონდათ ასეთი პირდაპირი გამოცდილება, მოულოდნელად ხდება შესაძლებელი უდიდესი პროპაგანდის, სოციალური ქსელის, ხელოვნური ინტელექტის გამო, ტელევიზიით დიდი რაოდენობის პროპაგანდის გავრცელების, ოპოზიციური თავისუფალი მედიის სიმცირის ან ფაქტობრივად ნაკლებობის გამო. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია ქალაქგარეთ, ისეთ მოსახლეობაში, რომელიც ნაკლებად ღიაა გარე ინფორმაციისთვის. ჩემი გზავნილი იქნება ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ არ დააკნინონ ის, რასაც რუსეთი საქართველოში სცდის და ეს არის ჰიბრიდული ომი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, რა შეიძლება მოხდეს საქართველოში, სადაც, როგორც ჩანს არც ხელისუფლება თმობს და ვერც დემონსტრანტები აღწევენ თავის მიზანს, ზურაბიშვილმა უპასუხა: „ვფიქრობ, რომ პასუხი ნაწილობრივ არის უკრაინის გამარჯვება“.
„ჩვენ ამას ძალიან კარგად ვხედავთ საქართველოში, რომ როცა რეჟიმი და სხვათაშორის ეს სიტყვა საქართველოში ავტორიზებული აღარაა, როდესაც რეჟიმი ყოველ ჯერზე გრძნობს სისუსტეს მოსკოვისგან, ცახცახს იწყებს, არასტაბილურობა ასევე გადმოეცემა საქართველოს, რადგან ისინი საქართველოში ცალსახად არიან რუსეთის გამო და რუსეთის წყალობით. ფაქტობრივად მათი კონსოლიდაცია, როგორც ანტიევროპული ძალის, რაც არის 180 გრადუსით შემობრუნება, მოდის 2021 წლის ზაფხულიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც რუსეთი წყვეტს უკრაინაში შეჭრას. ძალიან საინტერესოა ამ პარალელის დანახვა. ანუ ერთი საკითხია ის თუ რა მოხდება უკრაინაში და მეორე საკითხია ჩვენი დასავლელი პარტნიორების გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ რუსეთი არ უნდა იქნას შენარჩუნებული იმგვარად, როგორც ის ახლაა. ძალიან რთულია დემოკრატიული რუსეთის წარმოდგენა, რომელიც კვლავ დაფარავს მსოფლიო ტერიტორიის მეშვიდედს. ეს ერთმანეთთან შეუთავსებელია - შეუძლებელია იყო დემოკრატია და იმპერია ერთდროულად, ამას გვასწავლის ისტორია. არ უნდა იყოს შიში რუსეთის მარცხის წინაშე, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი
სალომე ზურაბიშვილი - ჩემი გზავნილი იქნება ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ არ დააკნინონ ის, რასაც რუსეთი საქართველოში სცდის და ეს არის ჰიბრიდული ომი - ნარატივი, რომელიც აქამდე შეუძლებლად გვეჩვენებოდა, მოულოდნელად ხდება შესაძლებელი
ჩემი გზავნილი იქნება ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ არ დააკნინონ ის, რასაც რუსეთი საქართველოში სცდის და ეს არის ჰიბრიდული ომი - ნარატივი, რომელიც აქამდე შეუძლებლად გვეჩვენებოდა, მოულოდნელად ხდება შესაძლებელი უდიდესი პროპაგანდის, სოციალური ქსელის, ხელოვნური ინტელექტის გამო,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე პანელური დისკუსიის მიმდინარეობისას განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად საქართველოს დიდი გამოცდილებისა რუსული პროპაგანდის მიმართ და შეუძლია განასხვაოს პროპაგანდა რეალობისგან, იქაც კი ისმის ისეთი შემაშფოთებელი განცხადებები, რომ „გეორგიევსკის ტრაქტატით“ რუსეთმა საქართველო გარე სამყაროსგან დაიცვა.
„ჩვენ რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით მეტი გამოცდილება გვაქვს 70 წლის განმავლობაში. ვიცით, როგორ განვასხვაოთ პროპაგანდა რეალობისა და სიმართლისგან. თუმცა ძალიან გაოგნებული ვარ ფაქტით, რომ პროპაგანდას ჯერ კიდევ აქვს რაღაც გავლენა. არ მინდა ზედმეტი მნიშვნელობა მივანიჭო ამ გავლენას, მაგრამ ის სახეზეა. ყველაზე მეტად რამაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა და რაც არის პროპაგანდის უკანასკნელი ფაზა, არის ისტორიული ნარატივის ცვლილება, როდესაც საქართველოში გვესმის, რომ „გეორგიევსკის ტრაქტატით“, რომლითაც რუსეთის იმპერიამ შეძლო საქართველოს სახელმწიფოს, მონარქიისა და ეკლესიის გაუქმება, რუსეთმა გადაგვარჩინა დანარჩენი მსოფლიოსგან. ის ფაქტი, რომ ადამიანთან ნაწილი ამას იმეორებს, ისეთივე შემაშფოთებელია, როგორც იმის გაგება, რომ გერმანიაში შეიძლება იყოს ჯგუფები, მათ პარტიებს ვერ ვუწოდებ, რომლებიც ამბობენ, რომ ორი სახელმწიფო ერთ სახელმწიფოზე უკეთესია. ნარატივი, რომელიც აქამდე შეუძლებლად გვეჩვენებოდა ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც ჰქონდათ ასეთი პირდაპირი გამოცდილება, მოულოდნელად ხდება შესაძლებელი უდიდესი პროპაგანდის, სოციალური ქსელის, ხელოვნური ინტელექტის გამო, ტელევიზიით დიდი რაოდენობის პროპაგანდის გავრცელების, ოპოზიციური თავისუფალი მედიის სიმცირის ან ფაქტობრივად ნაკლებობის გამო. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია ქალაქგარეთ, ისეთ მოსახლეობაში, რომელიც ნაკლებად ღიაა გარე ინფორმაციისთვის. ჩემი გზავნილი იქნება ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ არ დააკნინონ ის, რასაც რუსეთი საქართველოში სცდის და ეს არის ჰიბრიდული ომი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, რა შეიძლება მოხდეს საქართველოში, სადაც, როგორც ჩანს არც ხელისუფლება თმობს და ვერც დემონსტრანტები აღწევენ თავის მიზანს, ზურაბიშვილმა უპასუხა: „ვფიქრობ, რომ პასუხი ნაწილობრივ არის უკრაინის გამარჯვება“.
„ჩვენ ამას ძალიან კარგად ვხედავთ საქართველოში, რომ როცა რეჟიმი და სხვათაშორის ეს სიტყვა საქართველოში ავტორიზებული აღარაა, როდესაც რეჟიმი ყოველ ჯერზე გრძნობს სისუსტეს მოსკოვისგან, ცახცახს იწყებს, არასტაბილურობა ასევე გადმოეცემა საქართველოს, რადგან ისინი საქართველოში ცალსახად არიან რუსეთის გამო და რუსეთის წყალობით. ფაქტობრივად მათი კონსოლიდაცია, როგორც ანტიევროპული ძალის, რაც არის 180 გრადუსით შემობრუნება, მოდის 2021 წლის ზაფხულიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც რუსეთი წყვეტს უკრაინაში შეჭრას. ძალიან საინტერესოა ამ პარალელის დანახვა. ანუ ერთი საკითხია ის თუ რა მოხდება უკრაინაში და მეორე საკითხია ჩვენი დასავლელი პარტნიორების გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ რუსეთი არ უნდა იქნას შენარჩუნებული იმგვარად, როგორც ის ახლაა. ძალიან რთულია დემოკრატიული რუსეთის წარმოდგენა, რომელიც კვლავ დაფარავს მსოფლიო ტერიტორიის მეშვიდედს. ეს ერთმანეთთან შეუთავსებელია - შეუძლებელია იყო დემოკრატია და იმპერია ერთდროულად, ამას გვასწავლის ისტორია. არ უნდა იყოს შიში რუსეთის მარცხის წინაშე, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ისტორიისგან უნდა ვისწავლოთ, დიახ, რუსეთი დამარცხდება, ის უნდა დამარცხდეს და უკრაინას ახლა ამ პროცესის ყველაზე დიდი ტვირთი აქვს მხრებზე, მაგრამ ეს პროცესი ბოლომდე უნდა იქნას მხარდაჭერილი და არ უნდა შეწყდეს სადღაც შუაში იმის გამო, რომ გვეშინია, რომ რაც შემდეგ მოხდება, შეიძლება სახიფათო იყოს მსოფლიო მშვიდობისთვის. მსოფლიო მშვიდობისთვის საფრთხეა რუსეთის იმგვარად შენარჩუნება, როგორიც ის ახლაა და ეს საფრთხის შემცველია არა მხოლოდ დღეს მათთვის, ვინც რუსეთის გარშემო ვართ, მის საზღვართან ახლოს, არამედ საშიშია სხვა ქვეყნებისთვის, რომლებსაც ის შეიძლება მისწვდეს ახალი ტექნოლოგიებით და მათ შორის, ჰიბრიდული ომით. ამიტომ, გადაწყვეტილება მყარი უნდა იყოს ავტორიტარიზმზე დემოკრატიის გამარჯვებისთვის“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
გაკვეთილი, რაც ისტორიისგან უნდა ვისწავლოთ, დიახ, რუსეთი დამარცხდება, ის უნდა დამარცხდეს და უკრაინას ახლა ამ პროცესის ყველაზე დიდი ტვირთი აქვს მხრებზე, მაგრამ ეს პროცესი ბოლომდე უნდა იქნას მხარდაჭერილი და არ უნდა შეწყდეს სადღაც შუაში იმის გამო, რომ გვეშინია, რომ რაც შემდეგ მოხდება, შეიძლება სახიფათო იყოს მსოფლიო მშვიდობისთვის. მსოფლიო მშვიდობისთვის საფრთხეა რუსეთის იმგვარად შენარჩუნება, როგორიც ის ახლაა და ეს საფრთხის შემცველია არა მხოლოდ დღეს მათთვის, ვინც რუსეთის გარშემო ვართ, მის საზღვართან ახლოს, არამედ საშიშია სხვა ქვეყნებისთვის, რომლებსაც ის შეიძლება მისწვდეს ახალი ტექნოლოგიებით და მათ შორის, ჰიბრიდული ომით. ამიტომ, გადაწყვეტილება მყარი უნდა იყოს ავტორიტარიზმზე დემოკრატიის გამარჯვებისთვის“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.