ვახუშტი მენაბდე - მანანა კობახიძე პარლამენტის კვოტით დანიშნული მოსამართლეა - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ასარჩევად 90 ხმაა საჭირო, „ქართული ოცნება“ კი 89-ს აკონტროლებს, ამავე მიზეზით, დღემდე ვერ აირჩიეს მერაბ ტურავას ჩამნაცვლებელი - Palitra News

ვახუშტი მენაბდე - მანანა კობახიძე პარლამენტის კვოტით დანიშნული მოსამართლეა - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ასარჩევად 90 ხმაა საჭირო, „ქართული ოცნება“ კი 89-ს აკონტროლებს, ამავე მიზეზით, დღემდე ვერ აირჩიეს მერაბ ტურავას ჩამნაცვლებელი

2026-10-13 19:55:51+04:00

კონსიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე საკონსტიტუციო სასამართლოში მანანა კობახიძისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ეხმაურება.

მისი თქმით, ამ ფონზე „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლის დასანიშნად ხმები არ ჰყოფნის, რის გამოც მათ დღემდე ვერ აირჩიეს მოსამართლე მერაბ ტურავას ჩამნაცვლებელი.

„მოსამართლე მანანა კობახიძე პარლამენტის კვოტით დანიშნული მოსამართლეა. კონსტიტუციის მიხედვით საკომსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ასარჩევად 90 ხმაა საჭირო, ქართული ოცნება კი 89-ს აკონტროლებს.

ამავე მიზეზით, მათ დღემდე ვერ აირჩიეს მოსამართლე მერაბ ტურავას ჩამნაცვლებელი“, - წერს ვახუშტი მენაბდე.

შეგახსენებთ, მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კობახიძეს უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა.

მანამდე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მანანა კობახიძის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს 9 ოქტომბერს მიმართა.

შეგახსენებთ, მანანა კობახიძე საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად 2017 წლის 8 თებერვალს იქნა არჩეული