BBC - უნგრეთის პარლამენტმა ვიქტორ ორბანის დროს მიღებული ანტი-“ლგბტქ” ზომები გააუქმა - Palitra News

BBC - უნგრეთის პარლამენტმა ვიქტორ ორბანის დროს მიღებული ანტი-“ლგბტქ” ზომები გააუქმა

2026-10-13 20:45:24+04:00

უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ბავშვთა დაცვის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას და გააუქმა ის ზომები, რომლებიც გეი და ტრანსგენდერ ადამიანებს სტიგმატიზაციას ახდენდა , - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

2021 წელს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესის“ მიერ პარლამენტში უმრავლესობით მიღებული ბავშვთა დაცვის კანონი კრძალავდა „ჰომოსექსუალობის ან ტრანსგენდერობის ჩვენებას ან პოპულარიზაციას“.

მას შემდეგ, რაც ორბანმა აპრილში არჩევნები წააგო, პეტერ მაგიარის „ტისას“ მთავრობა წინა ხელისუფლების მემკვიდრეობის გადახედვაზე მუშაობს.

სამშაბათს გამართული კენჭისყრიდან მალევე, ბუდაპეშტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი დათანხმდა „ფიდესის“ მთავრობის მმართველობის ბოლო წლებში გაყინული 4.2 მილიარდი ევროს გამოყოფას.

“ლგბტქ”-სა და ადამიანის უფლებების დამცველმა აქტივისტებმა ეს ნაბიჯი დადებითად შეაფასეს, თუმცა მოითხოვეს ცვლილებები ორბანის მმართველობის პერიოდში მიღებულ სხვა კანონებშიც.

„ფიდესმა“ და მისმა მოკავშირე პარტიამ -”ქრისტიან-დემოკრატებმა” - კანონში შეტანილი ახალი ცვლილებების წინააღმდეგ მისცეს ხმა.

„სკოლებსა და მედიაში “ლგბტქ” შინაარსის პოპულარიზაციას ადგილი არ უნდა ჰქონდეს“, — ნათქვამია “ქრისტიან-დემოკრატების” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.