საქართველოს საკითხზე ევროკავშირის დისკუსია იანვარში გაგრძელდება - ბრიუსელის კრიტიკა და „ქართული ოცნების“ გზავნილები - Palitra News

საქართველოს საკითხზე ევროკავშირის დისკუსია იანვარში გაგრძელდება - ბრიუსელის კრიტიკა და „ქართული ოცნების“ გზავნილები

2026-10-13 21:06:29+04:00

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე დისკუსიას იანვარში გააგრძელებენ. ევროპელი ლიდერები „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მიღებული კანონები იწვევს პოლიტიკურ უკუსვლას და ქართველ ხალხს ევროპულ პერსპექტივას ართმევს. მმართველი გუნდი ბრიუსელის კრიტიკას პასუხობს და ევროკავშირის წარმომადგენლებს დიალოგისკენ მოუწოდებს. ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შუა დერეფნის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ევროკავშირს საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა მოუწევს.