დევნილი ოჯახებისთვის ახალი პროგრამის ამოქმედებას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, დევნილებს ბინის ნაცვლად ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარის მიღება შეეძლებათ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდისთვის უფრო მეტ რესურსს გამოყოფს, ვიდრე ოკუპაციით დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად. „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები 2027 წლის ბიუჯეტში დევნილთა განსახლებისთვის გათვალისწინებული 250 მილიონი ლარის მინიმუმ 500 მილიონამდე გაზრდას ითხოვენ.