4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ. შესაბამისი სასამართლო სხდომა უახლოესი ორი კვირის განმავლობაში უნდა გაიმართოს. შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, მათ 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა, დამატებით კი 2 წლით პირობითი მსჯავრი შეეფარდებათ. მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებას 5 ნოემბერს დატოვებენ. ზოდელავასა და ბერიძეს 7-7 წლით, ხოლო ჩხვირკვიასა და ჟვანიას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.