დრონებით თავდასხმა ბულგარეთის სანაპიროსთან - უკრაინის კუთვნილი გემი ჩაიძირა - Palitra News

დრონებით თავდასხმა ბულგარეთის სანაპიროსთან - უკრაინის კუთვნილი გემი ჩაიძირა

2026-10-13 21:16:23+04:00

ბულგარეთის სანაპიროსთან ორ გემზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი ჩაიძირა. მედიის ინფორმაციით, მალტის დროშის ქვეშ მცურავ, უკრაინის საკუთრებაში არსებულ გემს სამი დრონით დაესხნენ თავს. გემ CHELSEA 3-ზე ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა. მათი ევაკუაციის შემდეგ ხუთ მეზღვაურს მსუბუქი დაზიანებების გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის, რუმენ რადევის განცხადებით, ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის ელჩს დაიბარებენ.