ვენეციის კომისია საქართველოში მარტში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გადახედვას მოითხოვს. კომისიის შეფასებით, კანონები არაპროპორციულად ზღუდავს მოქალაქეთა უფლებებს, პოლიტიკურ თავისუფლებებსა და ოპოზიციის საქმიანობას. რეკომენდაციები სისხლის სამართლებრივი სანქციების გადახედვას, სამართლებრივი ტერმინების დაზუსტებასა და საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფას მოიცავს. კომისია ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა „ქართული ოცნება“ კანონების გაუქმებას არ აპირებს.