ვენეციის კომისია საქართველოში მიმდინარე წლის მარტში მიღებული საკანონ მდებლო ცვლილებების გადახედვას მოითხოვს - Palitra News

ვენეციის კომისია საქართველოში მიმდინარე წლის მარტში მიღებული საკანონ მდებლო ცვლილებების გადახედვას მოითხოვს

2026-10-14 09:31:36+04:00

ვენეციის კომისია საქართველოში მიმდინარე წლის მარტში მიღებული საკანონ მდებლო ცვლილებების გადახედვას მოითხოვს. კომისიის შეფასებით, ახალი რეგულაციები დემოკრატიულ სტანდარტებს არ შეესაბამება და მოქალაქეთა უფლებებს, პოლიტიკურ თავისუფლებებსა და ოპოზიციის საქმიანობას არაპროპორციულად ზღუდავს. რეკომენდაციები სისხლისსამართლებრივი სანქციების გადახედვასა და სამართლებრივი ტერმინების დაზუსტებასაც ითვალისწინებს. კომისია ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა მმართველ გუნდში კანონების გაუქმებას არ განიხილავენ. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ დასკვნა ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების სამართლებრივ საფუძვლებს ეჭვქვეშ აყენებს.