საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს 21-დან 23 ოქტომბრის ჩათვლით განიხილავს - Palitra News

საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს 21-დან 23 ოქტომბრის ჩათვლით განიხილავს

2026-10-14 09:32:43+04:00

საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს 21-დან 23 ოქტომბრის ჩათვლით განიხილავს. პროცესის დაწყებამდე სასამართლოს მოსამართლეს, მანანა კობახიძეს, უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება 13 ოქტომბრიდან, მოსამართლის პირადი განცხადების საფუძველზე ამოქმედდა. მანამდე სასამართლომ არ დააკმაყოფილა კობახიძის შუამდგომლობა, რომ მას პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვაში მონაწილეობა არ მიეღო. შუამდგომლობა მან 9 ოქტომბერს წარადგინა. კობახიძის გადაწყვეტილებისა და მოახლოებული სასამართლო პროცესის ფონზე ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხი პოლიტიკურ სპექტრში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა.