მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში სამართალდამცველებმა ხუთი თაღლითური ქოლ-ცენტრი დახურეს - დაკავებულია 8 პირი - Palitra News

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში სამართალდამცველებმა ხუთი თაღლითური ქოლ-ცენტრი დახურეს - დაკავებულია 8 პირი

2026-10-14 09:37:19+04:00

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში სამართალდამცველებმა ხუთი თაღლითური ქოლ-ცენტრი დახურეს - დაკავებულია 8 პირი. გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფი აშშ-ისა და კანადის მოქალაქეებს კრიპტოვალუტაში ინვესტირების საბაბით თანხებს მოტყუებით სძალავდა. ეჭვმიტანილები ყალბ საინვესტიციო პლატფორმებს იყენებდნენ და თავს საერთაშორისო ექსპერტებად ასაღებდნენ. აღსანიშნავია, რომ ქოლ-ცენტრებში საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ ჩართული. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ამოიღეს ფული, კომპიუტერული ტექნიკა, საბანკო ბარათები და სხვა ნივთები. გამოძიების წინასწარი მონაცემებით, მხოლოდ ერთი ქოლ-ცენტრი თვეში დაახლოებით 2 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა. დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.