რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებულ თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი დაშავდა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევს მოკავშირეებისგან რუსული სარაკეტო იერიშის შესახებ წინასწარი გაფრთხილება არ მიუღია. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ ვაშინგტონი უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ უზიარებს და ომის დასრულებისთვის ორივე მხარესთან მუშაობს. მისი შეფასებით, ვლადიმირ პუტინსაც და ვოლოდიმირ ზელენსკისაც ომის დასრულება სურთ, თუმცა შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებენ.