ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში სტუდენტების საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა - Palitra News

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში სტუდენტების საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა

2026-10-14 09:41:43+04:00

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში სტუდენტების საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. განათლების სამინისტროსთან შეკრებილი ახალგაზრდები უნივერსიტეტებში პირობების გაუმჯობესებას, სწავლის ხარჯების შემცირებასა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას მოითხოვდნენ. დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. რამდენიმე ადამიანი დააკავეს.