საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს 21-23 ოქტომბერს განიხილავს. პროცესის დაწყებამდე მოსამართლე მანანა კობახიძეს მისი პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება ვადის ამოწურვამდე შეუწყდა. მანამდე სასამართლომ არ დააკმაყოფილა კობახიძის შუამდგომლობა, რომ მას სარჩელის განხილვაში მონაწილეობა არ მიეღო. ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხი პოლიტიკურ სპექტრში განხილვის ერთ-ერთ მთავარი თემაა.