პატრიარქი შიო მესამე წმინდა სინოდის წევრებთან ერთად სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს - Palitra News

პატრიარქი შიო მესამე წმინდა სინოდის წევრებთან ერთად სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს

2026-10-14 12:40:13+04:00

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პატრიარქი შიო მესამე წმინდა სინოდის წევრებთან ერთად სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს. ღვთისმსახურება დილის 10 საათზე დაიწყო. წირვას სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციები და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებიან. ადგილზე ასევე იმყოფებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. დღეს მცხეთაში ცოტნე შაორშაძე მუშაობს.