ვატიკანი - რომის პაპს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს - ექიმებმა მას ფილტვის ნაწილი ამოკვეთეს - Palitra News

ვატიკანი - რომის პაპს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს - ექიმებმა მას ფილტვის ნაწილი ამოკვეთეს

2026-10-14 12:45:00+04:00

ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპ ლეო მე14-ს ფილტვში მცირე ზომის წარმონაქმნის ამოკვეთის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ქირურგიული ჩარევა დაახლოებით 90 წუთს გაგრძელდა. გამოკვლევის შედეგად პაპს ფილტვის კიბოს ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა, ადენოკარცინომა დაუდასტურდა. ვატიკანის განცხადებით, ის საავადმყოფოში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში დარჩება. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რომის პაპის ყველა საჯარო ღონისძიება 20 ოქტომბრამდე გაუქმებულია.