საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა. დაჯილდოების ღონისძიებებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ინიციატივის მიზანია მასწავლებელთა მრავალწლიანი შრომისა და პროფესიული საქმიანობის დაფასება და განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილის აღიარება.