ოპოზიციური პარტიები, რომელთა აკრძალვასაც "ქართული ოცნება" ითხოვს ახლა მსჯელობენ რა ფორმით ჩაერთვებიან მათი აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესებებში. სასამართლომ პროცესები 21/22/23 ოქტომბერს ჩანიშნა. პარალელურად განხილვის საგანია მანანა კობახიძისთვის, პირადი განცხადების საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაც. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ნათლად ჩანს, მოსამართლეებზე მიმდინარე ზეწოლა, რათა მათ ქვეყანაში ოპოზიციური პარტიები აკრძალვის გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანონ. როგორ აპირებს ოპოზიცია მოქმედებას და რა მოლოდინი აქვთ ქართულ ოცნებაში?