SpaceX-მა უკრაინელი სამხედროებისთვის Starlinkის მუშაობის სიჩქარე შეზღუდა - Palitra News

SpaceX-მა უკრაინელი სამხედროებისთვის Starlinkის მუშაობის სიჩქარე შეზღუდა

2026-10-14 15:44:16+04:00

SpaceX-მა უკრაინელი სამხედროებისთვის Starlinkის მუშაობის სიჩქარე შეზღუდა. უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, გადაწყვეტილება 14 ოქტომბრის ღამეს ამოქმედდა და რამდენიმე სამხედრო მისიის ჩაშლა გამოიწვია. მისივე ვარაუდით, შეზღუდვა შესაძლოა მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდებოდეს. მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ბალისტიკური დარტყმის გამო გააკრიტიკა და ვაშინგტონს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა. პარალელურად, დონალდ ტრამპმა უარყო ინფორმაცია, რომ აშშ უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების მიწოდების შეწყვეტას აპირებდა.