ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში სტუდენტების საპროტესტო აქცია ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა განათლების სამინისტროს შენობას აგურები და ბეტონის ბლოკები დაუშინეს. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, რამდენიმე მონაწილე კი დააკავა. სტუდენტები სწავლის საფასურს, უნივერსიტეტებში არსებულ პირობებს, ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობასა და დასაქმების პერსპექტივებს აპროტესტებენ.