ზელენსკი ლონდონს ხელცარიელი არ დატოვებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა თემთა პალატაში ყოველკვირეული სესიის დასაწყისში კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
კერძოდ, ბერნემმა ზელენსკის ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა და უფრო მნიშვნელოვან სამხედრო და ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა.
ამავდროულად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თავი შეიკავა ტრამპის კრიტიკისგან, თუმცა აღნიშნა, რომ ეს “ძალიან ბნელი და რთული მომენტი” იყო ზელენსკისთვის, რომელიც ამჟამად “ყველაზე მძიმე ტვირთს” ატარებს.
“ამ თანამდებობაზე ჩემი ამოცანაა, ვეცადო კავშირების აღდგენა, რათა მხარდაჭერა დაბრუნდეს, და ამიტომ ამ მომენტში ფრთხილი უნდა ვიყო მხარეების დასაახლოებლად ნიადაგის მომზადების მხრივ. სწორედ ასეთი როლის შესრულებას ვაპირებ - სწორი როლია ჩემთვის - ამ მომენტში. ყურადღებით მოვუსმენ პრეზიდენტ ზელენსკის, მაგრამ ის დღეს დიდ ბრიტანეთს ხელცარიელი არ დატოვებს” , - განაცხადა ბერნემმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში 14 ოქტომბერს ჩავიდა და უკვე გამართა შეხვედრა მეფე ჩარლზ III-სთან.