ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე წარმოდგენილი არ იქნება. “უფრო ფართო ევროპა - უფრო ძლიერი ევროპა”, ამ სახელწოდებით ფორუმი 15-16 ნოემბერს გაიმართება. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს შესახებ იანვარში უნდა იმსჯელონ.