ვენეციის კომისია საქართველოში მიმდინარე წლის მარტში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გადახედვას მოითხოვს. კომისიის შეფასებით, რეგულაციები დემოკრატიულ სტანდარტებს არ შეესაბამება და მოქალაქეთა უფლებებს, პოლიტიკურ თავისუფლებებსა და ოპოზიციის საქმიანობას არაპროპორციულად ზღუდავს. ვენეციის კომისია ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა „ქართული ოცნება“ კანონების გაუქმებას არ გეგმავს.