სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პატრიარქმა შიო მესამემ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა. ადგილზე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.