ვოლოდიმირ ზელენსკი - სამწუხაროა, რომ ძლიერ პარტნიორს ვკარგავთ - ჩვენ არ შეგვიძლია სუსტები ვიყოთ, ვერ გადავრჩებით, ქვეყანას არ ვყიდით, ეს ჩვენთვის ბიზნესს არ ეხება, ეს ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენი სახლი, ჩვენი შვილები - მტკივნეულია, როცა ტრამპი ერთ მხარეს ირჩევს - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - სამწუხაროა, რომ ძლიერ პარტნიორს ვკარგავთ - ჩვენ არ შეგვიძლია სუსტები ვიყოთ, ვერ გადავრჩებით, ქვეყანას არ ვყიდით, ეს ჩვენთვის ბიზნესს არ ეხება, ეს ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენი სახლი, ჩვენი შვილები - მტკივნეულია, როცა ტრამპი ერთ მხარეს ირჩევს

2026-10-14 22:01:03+04:00

სამწუხაროა, რომ აშშ-ის სახით ძლიერ პარტნიორს ვკარგავთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ, პირს მორგანთან გამართულ ინტერვიუში განაცხადა.

მორგანის კითხვაზე, გრძნობს თუ არა ის აშშ-ის მხრიდან ღალატს, ზელენსკიმ უპასუხა: “რეალურად, კი. რეალურად, ჩვენს შორის. მაგრამ ეს უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ ჩემი ემოციები ან გრძნობები. ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, ჩვენი ქვეყანა უნდა გადარჩეს.”

მორგანმა ზელენსკის ასევე ჰკითხა, რა იყო მისი რეაქცია, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთთან დიზელის საწვავზე შეთანხმება გამოაცხადა.

“სამწუხაროა, რომ ძლიერ პარტნიორს ვკარგავთ. ასე რომ, ეს ჩემი მოსაზრებაა… მაგრამ ჩვენს გამო არ ხდება ეს. ჩვენ არ შეგვიძლია სუსტები ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გადავრჩებით. ჩვენს ქვეყანას არ ვყიდით. ეს ჩვენთვის ბიზნესს არ ეხება, ეს ჩვენი ცხოვრებაა და ეს ჩვენი ქვეყანაა - ჩვენი სახლი, ჩვენი შვილები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

ამიტომაა ეს მტკივნეული. როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ერთ მხარეს ირჩევს - ჩვენს მხარეს არა. და ჩვენ გვაწყობს, რომ შუაშია. მაგრამ თუ შუაში ხარ - შუაში უნდა დარჩე და არა არასწორ მხარეს.

ვფიქრობ, რომ მისი მრჩევლები ცდებიან. არ ვიცი, ვინ უბიძგებს მას არასწორ მხარეს - ეს არაა ისტორიის სწორი მხარე,” - განაცხადა ზელენსკიმ.