ილონ მასკი - Starshield-ის სისტემები აშშ-ის მთავრობის საკუთრებაშია და მის კონტროლს ექვემდებარება - ნებისმიერ შეზღუდვას აშშ-ის სამხედრო უწყება, საბოლოო ჯამში კი - აშშ-ის პრეზიდენტი განსაზღვრავს - Palitra News

ილონ მასკი - Starshield-ის სისტემები აშშ-ის მთავრობის საკუთრებაშია და მის კონტროლს ექვემდებარება - ნებისმიერ შეზღუდვას აშშ-ის სამხედრო უწყება, საბოლოო ჯამში კი - აშშ-ის პრეზიდენტი განსაზღვრავს

2026-10-15 09:16:18+04:00

Starshield-ის სისტემები აშშ-ის მთავრობის საკუთრებაშია და მის კონტროლს ექვემდებარება. სიჩქარესთან ან გამოყენებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეზღუდვას აშშ-ის სამხედრო უწყება, საბოლოო ჯამში კი - აშშ-ის პრეზიდენტი განსაზღვრავს, - ამის შესახებ კომპანია SpaceX -ის დამფუძნებელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განმრტებით, Starlink-ი არის კომერციული მომსახურება, რომელიც SpaceX-ის საკუთრებაშია და ის აკონტროლებს. “Starlink-ის გამოყენება შემოიფარგლება სამოქალაქო ან თავდაცვითი საქმიანობით; მისი გამოყენება შეტევითი სამხედრო ოპერაციებისთვის დაუშვებელია, რადგან ეს შეუსაბამო იქნებოდა კომერციული კომპანიისთვის”, - აცხადებს მასკი.

ცნობისთვის, Starlink-მა, რომელიც მასკის კომპანია SpaceX-ს ეკუთვნის, სამშაბათს ღამით უკრაინაში სიჩქარის ლიმიტი საათში 100 მილამდე (160 კმ/სთ) შეზღუდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ნებისმიერი იარაღი, რომელიც ამაზე უფრო სწრაფად მოძრაობდა, ქსელთან კავშირს კარგავდა. უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის თქმით, ოთხშაბათ საღამოსთვის სისტემა ნაწილობრივ აღდგა.

„Starshield-ისთვის სიჩქარის ლიმიტის სრულად მოხსნა უკრაინის თავდაცვისთვის ამჟამად კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - დაწერა მან X-ზე, მადლობა გადაუხადა ილონ მასკს და უწყვეტი მხარდაჭერა სთხოვა.