„საკონსტიტუციო სასამართლოს დევნის ინსტრუმენტად გადაქცევა თავზე, მაშინ გამოვცადე, როდესაც ჩემს მიმართ იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყეს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქ-ლაივში, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო არ არსებობს და რომ არსებობდეს, კონსტიტუციური წესრიგიც დაცული იქნებოდა. მეხუთე პრეზიდენტმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის კონტექსტში მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის ქმედება, რომლითაც “ქართული ოცნება” ვიღაცას მორიგი რეპრესიული კანონის მიღების შესახებ ამცნობს, რადგან სხვა შემთხვევაში, ზურაბიშვილის თქმით, პარტიების აკრძალვას აზრი არ აქვს, რადგან მათი საქმიანობა ისედაც შეზღუდული იყო.