საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. დემონსტრანტები განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს, დაფინანსების ნაკლებობასა და სასწავლო პირობების გაუმჯობესების აუცილებლობას აპროტესტებენ. რამდენიმე ქალაქში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალგაზრდების უკმაყოფილება მოსასმენია, თუმცა პროტესტის პოლიტიკურ მიზნებთან გამოყენების საფრთხეზეც საუბრობს. სტუდენტური გაერთიანებები კი აცხადებენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აქციების გაგრძელებას აპირებენ.