რიჩარდ ბრენსონი: წესების გარეშე მებრძოლი ლიდერი - Palitra News

რიჩარდ ბრენსონი: წესების გარეშე მებრძოლი ლიდერი

2026-10-15 11:30:40+04:00

რიჩარდ ბრენსონი: წესების გარეშემებრძოლი ლიდერი

როდესაც წარმოვიდგენთ გლობალური მულტიმილიარდიანი იმპერიის ხელმძღვანელს, თვალწინ გვიდგება კაცი ძვირფას კოსტიუმში, შუშის ცათამბჯენის ბოლო სართულზე, რომელიც სერიოზული სახით ციფრებსა და გრაფიკებს სწავლობს. მაგრამ არსებობს ლიდერი, რომელმაც მთელი ეს კორპორაციული ეტიკეტი ნაგავში გადაყარა.

კაცი, რომელიც ჰალსტუხებს მაკრატლით ჭრის, ოკეანეს საჰაერო ბურთითგადაფრენისას სიკვდილს თვალებში უყურებს, საკუთარ ავიაკომპანიასჩარტერული რეისის დაგვიანების გამო აფუძნებს და კოსმოსში საკუთარიხომალდით მიფრინავს.მის იმპერიას „ვერჯინი“ (Virgin) ჰქვია, ხოლო თავად ამ ამბოხებულლიდერს - სერ რიჩარდ ბრენსონი.მან შექმნა უნიკალური ბიზნეს-მოდელი, სადაც მთავარი წესი... წესებისარარსებობაა. 40-ზე მეტი კომპანია - ავიაცია, სასტუმროები, მოგზაურობა, მუსიკა,ფინანსები, მედია, კოსმოსური ტექნოლოგიები და კერძო კუნძულიკარიბის ზღვაში.მაგრამ ბრენსონის მთავარი „პროდუქტი“ მხოლოდ ის კომპანიები არ არის,რომლებიც Virgin-ის სახელით მუშაობენ. მისი ბიზნესის ერთ-ერთიყველაზე ძლიერი აქტივი თავად ბრენდია - თავისუფლების,თავგადასავლის, განსხვავებულობისა და არაფორმალური ლიდერობისიმიჯი. როგორ გადაიქცა მძიმე დისლექსიით დაავადებული სკოლის მოსწავლე,რომელსაც კითხვისა და წერის პრობლემა ჰქონდა, ჩვენი ეპოქის ყველაზექარიზმატულ მილიარდერად? როგორ გადაარჩინა მან თავისი ავიაკომპანია ბრიტანული ავიახაზებისბინძურ ინტრიგებს? და ვინ იყო ის ერთადერთი ქალი, რომელმაც ბრენსონს ასწავლა, რომ ამსამყაროში შიში უბრალოდ ილუზიაა?ევ ბრენსონი - ქალი, რომელმაც შიში გააუქმა ყოველი დიდებული და უშიშარი ლიდერის მიღმა დგას ფესვი, რომლებმაცმისი უტეხი ხასიათი ჩამოაყალიბა. რიჩარდ ბრენსონის შემთხვევაში ესარის დედა - ევ ბრენსონი .ევ ბრენსონი ტავადაც არასტანდარტული , არაჩვეულებრივი ქალი იყო .მეორე მსოფლიო ომის დროს ბიჭის ფორმაში გადაცმული გლაიდერისპილოტობას სწავლობდა. შემდეგ ამ უნარის წყალობით WRENS-შიმსახურობდა. იყო ბორტგამცილებელიც და საცეკვაო ნომრებისშემსრულებელიც. მას სძულდა წუწუნი, არ აღაირებდა სუსტი ხასიათისადამიანებს და არასდროს ირჩევდა კომფორტის ზონას.როდესაც რიჩარდი პატარა ბიჭი იყო, დედამ სოფლის შარაგზაზე, სახლიდანრამდენიმე კილომეტრის დაშორებით მანქანიდან გადასვა და უთხრა:„ახლა სახლის გზა ფეხით იპოვნე და ისწავლე ორიენტაცია!“ მაშინ რიჩარდი ოთხი წლის იყო.პატარა რიჩარდს დისლექსიის გამო სკოლაში კითხვა უჭირდა. ასობგერებიმის თვალწინ ქაოსურად დახტოდნენ - მასწავლებლები მასზე ამბობდნენ,რომ იყო ზარმაცი და არც ისე ჭკვიანი . ამის მიუხედავად მას დედაარასდროს აძლევდა უფლებას, მსხვერპლის როლში ყოფილიყო. ევ ბრენსონი შვილს უმეორებდა: „თუ რამის გაკეთება გინდა, უბრალოდადექი და გააკეთე!“16 წლის ასაკში რიჩარდმა სკოლის მიტოვება გადაწყვიტა.გამოშვიდობებისას, დირექტორმა მას წინასწარმეტყველური სიტყვებიუთხრა: „გილოცავ, ბრენსონ! შენ ან ციხეში აღმოჩნდები, ან მილიონერი გახდები!“დირექტორი ორივეში მართალი აღმოჩნდა. რიჩარდი მოგვიანებითმართლაც მოხვდა ციხეში, საგადასახადო გაუგებრობის გამო, თუმცადედამისმა საგვარეულო სახლი დააგირავა, გირაო გადაიხადა და შვილიციხიდან დაიხსნა.იმ დღეს რიჩარდმა თავს პირობა მისცა, რომ უკანონო გზას არასდროსდაადგებოდა, თუმცა ბიზნესში რადიკალურ რისკს სულ გასწევდა.სწორედ აქ ჩნდება ბრენსონის ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი პარადოქსი:ის ცვლიდა წესებს უყვარდა წესებს ისე , რომ არ უნდა დაერღვია კანონი . ბორტ გამცილებლობიდან „ვერჯინის“ იმპერიამდე სკოლაში სწავლის შეწყვეტის შემდეგ , რიჩარდმა ჟურნალი „სტუდენტი“დააფუძნა. მას არ ჰქონდა ფული, ამიტომ ქუჩის სატელეფონო ჯიხურიდანურეკავდა მსხვილ კომპანიებს, ეუბნებოდა, რომ ჟურნალს უზარმაზარიტირაჟი ჰქონდა და მათ შეეძლოთ რეკლამაში მისთვის ფული გადაეხადათშეკვეთილი სტატიების სანაცვლოდ.ამ ჟურნალიდან დაიბადა იდეა - საფოსტო გზავნილების საშუალებით, იაფად გაეყიდათ მუსიკალური ფირფიტები. შეიქმნა კომპანია, რომელსაც"ვირჯინი" დაარქვეს , რაც ინგლისურად "ქალწულს“ ნიშნავს. კომპანიის ესსახელწოდება თანამშრომელმა გოგონამ შესთავაზა.„ჩვენ ბიზნესში აბსოლუტური უცოდინრები ანუ 'ქ ა ლწ ულე ბ ი 'ვართ, მოდით ასე დავარქვათ! “ - ამბობდა მომავალი მილიარდერიკომპანიის სახელწოდებაც სწორედ ამ ირონიულ იდეას გამოხატავდა:ისინი ბიზნესში „ქალწულები“ იყვნენ და მზად იყვნენ არაერთი ექსპერიმენტებისთვის. საფოსტო ვაჭრობის პარალელურად მალევე შეიქმნა ხმისჩამწერი სტუდიია . 1973 წელს, ახალგაზრდა, უცნობმა მუსიკოსმა მაიკოლდფილდმა Virgin Records-ში მიიტანა თავისი ინსტრუმენტული ალბომიTubular Bells. სხვებმა ეს მუსიკა დაიწუნეს, მაგრამ ბრენსონმა თავისიინტუიციით მისი გენიალურობა იგრძნო და ვიზა მისცა .როგორი იყო შედეგი? ალბომი გახდა გლობალური სენსაცია, გაიყიდამილიონობით ეგზემპლარი და ბრენსონს პირველი სერიოზული კაპიტალიმოუტანა.მან ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს ისეთ მეამბოხე ჯგუფებთან,როგორებიც იყვნენ: Sex Pistols, The Rolling Stones და Genesis. ბრენსონიარ ეძებდა სტანდარტულ, „უსაფრთხო“ არტისტებს. ის ეძებდა მათ, ვინცწესებს ამსხვრევდა - ზუსტად ისევე, როგორც თავად იქცეოდა ბიზნესში.მაგრამ ეს წარმატება მხოლოდ ბრენსონის „ინტუიციის“ შედეგი არყოფილა: Tubular Bells-ის აღმოჩენასა და გამოშვებაში მნიშვნელოვანიროლი ჰქონდათ Virgin Records-ის სხვა თანამშრომლებსაც, მათ შორის ტომნიუმენსა და საიმონ დრეიპერს. სწორედ ამ გუნდურმა მუშაობამ აქციაპატარა სტუდია სერიოზულ მოთამაშედ. და აქ უკვე ჩნდება Virgin-ის მთავარი სტრატეგია: ერთი კონკრეტულიპროდუქტის ნაცვლად, ბრენსონი ქმნიდა ბრენდს, რომელის პრინციპებიც სხვადასხვა ინდუსტრიაში გადაჰქონდა - განსხვავებულობა,არაფორმალურობა და მომხმარებლისთვის უფრო საინტერესოგამოცდილება. ომი ავიაციაში - Virgin Atlantic-ის გადარჩენა 1984 წელს, რიჩარდ ბრენსონმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც მისიფინანსური მრჩევლები შოკში ჩააგდო. მან გადაწყვიტა შეექმნა საკუთარიავიაკომპანია Virgin Atlantic-ი.ამბავი ასე დაიწყო: ბრენსონი პუერტო-რიკოდან ვირჯინის კუნძულებზემიფრინავდა, როდესაც რეისი გაუქმდა. გაბრაზებულმა რიჩარდმა არდაიხია უკან: მან დაიქირავა კერძო თვითმფრინავის რეისი, პატარა დაფაზედაწერა: „Virgin Airlines - $39 ვ ი რ ჯ ი ნ ი ს კ უ ნ ძ უ ლე ბ ა მ დე “,გავარდა აეროპორტში და ყველა დარჩენილ მგზავრს მიჰყიდა ბილეთები . -ასე შეიქმნა ავია გიგანტიავიაბაზარს მაშინ აბსოლუტურად აკონტროლებდა გიგანტი კომპანია British Airways (ბ რ ი ტ ა ნ ე თი ს ა ვ ი ა ხ ა ზე ბ ი ). მათ პატარა,ახალბედა ავიაკომპანიის გამოჩენა ომის გამოცხადებად მიიღეს. დაიწყობიზნესის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბინძური კორპორაციულიკამპანია, რომელსაც მოგვიანებით "Dirty Tricks" (ბ ი ნ ძ ურ ი ტრ ი უკ ე ბ ი )ეწოდა.BA-ის თანამშრომლები Virgin-ის მგზავრების გადაბირებას და კომპანიისწინააღმდეგ უარყოფითი ისტორიების გავრცელებას ცდილობდნენ მაგალითად , ისინი ავრცელებდნენ ჭორებს, რომ ვირჯინი გაკოტრდა. ამისგამო ბრენსონმა სასამართლოში უჩივლა ბრიტანულ გიგანტს. საქმე საბოლოოდსასამართლომდე მივიდა. British Airways-მა აღიარა არასათანადო ბიზნესპრაქტიკა და Virgin-სა და ბრენსონს ბოდიში მოუხადა. იმისათვის, რომ ავიაკომპანიისთვის ფინანსური ჟანგბადი მიეწოდებინა,ბრენსონმა მიიღო თავისი ცხოვრების ყველაზე მტკივნეულიგადაწყვეტილება: მან გაყიდა თავისი პირველი "შვილი" - ხმისჩამწერიკომპანია Virgin Music-ი EMI-ზე 1 მილიარდ დოლარად.როდესაც ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, ბრენსონი ქუჩაში გამოვიდა დატირილი დაიწყო. ეს იყო ბრენსონისთვის ემოციურად მძიმეგადაწყვეტილება. მაგრამ მან ამით გადაარჩინა ავიაკომპანია.ბრენსონმა მოიგო სასამართლო პროცესი. British Airways-ს დაეკისრა ჯარიმა და ოფიციალური ბოდიშის მოხდა:£500,000 Branson-ისთვის;£110,000 Virgin Atlantic-ისთვის და დაახლოებით£3 მილიონი იურიდიული ხარჯები.ბრენსონმა მოგებული კომპენსაცია , მილიონზე მეტი ფუნტი თანაბრადგაუნაწილა Virgin Atlantic-ის ყველა თანამშრომელს, როგორც „შობისპრემია“.ბრენსონმა თავისი 500,000 ფუნტ სტერლიანგის წილიც Virgin Atlantic-ისთანამშრომლებს დაურიგა . ეს ფაქტი ხაზს უსვამს მის დამოკიდებულებასთნამშრომელთა მიმართ. სიკვდილთან თამაში - საჰაერო ბურთი და კოსმოსი რიჩარდ ბრენსონი არასდროს ყოფილა უბრალოდ მმართველი, რომელიცზის კაბინეტში. მას სჯეროდა, რომ ლიდერი საკუთარი მაგალითით უნდაიყოს მთავარი ფიგურა. საკუთარი უპიორატესობის ხაზგასასმელად მზადიყო სიცოცხლე სასწორზე დაედო.1980-90-იან წლებში იწყება მსოფლიო რეკორდების დამყარების ეპიზოდი.1987 წელს მან გადაწყვიტა, საჰაერო ბურთით გადაეკვეთა ატლანტიკისოკეანე. ეს იყო გიჟური რისკი - კაფსულა ირლანდიის ზღვაში ჩავარდა დაBranson-სა და Lindstrand-ს კაფსულიდან წყალში გადახტომა მოუწიათ;ისინი სამაშველო ჯგუფებმა გადაარჩინეს. 1991 წელს მან კიდევ უფრო საშიში ნაბიჯი გადადგა: წყნარი ოკეანისგადაკვეთა იაპონიიდან კანადამდე. 6,700 მილი საჰაერო ბურთით!ფრენისას მათ დაკარგეს საწვავის ავზების ნაწილი, დაიკარგა კავშირი,მაგრამ ბრენსონმა და მისმა პარტნიორმა პერ ლინდსტრანდმა რეკორდიმაინც დაამყარეს.როდესაც რიჩარდს ეკითხებოდნენ, რატომ რისკავდა სიცოცხლეს,ბრენსონი პასუხობდა: "ცხოვრება არ არის რეპეტიცია. ეს არის ერთადერთისპექტაკლი, რომელიც გვაქვს. თუ არ ცდი, ვერასდროს გაიგებ, რისიგაკეთება შეგიძლია."2004 წელს მან დააფუძნა Virgin Galactic - კომპანია, რომლის მიზანიც პერსონალური კოსმოსური ტურიზმი გახდა.2021 წლის 11 ივლისს, 71 წლის ასაკში, ბრენსონი Virgin Galactic-ის VSSUnity-ით გაფრინდა კოსმოსის ზღვარზე - საკუთარი კომპანიის მიერგანხორციელებულ პირველ სრულად ეკიპაჟიან კომერციულ-სამეცნიეროსაცდელ ფრენაში. მან დაასწრო ჯეფ ბეზოსს და გახდა პირველი მილიარდერი, ვინცკოსმოსურ სივრცეში საკუთარი კომპანიის კოსმოსური ხომალდითგაფრინდა.უწონადობაში ყოფნისას, დედამიწის ხედის ფონზე, ბრენსონმა მიმართადედამიწელ ბავშვებს:"მე ოდესღაც ვიყავი ბავშვი, რომელსაც ჰქონდა ოცნება. ახლა გადავყურებდედამიწას. თუ ჩვენ ეს შევძელით, წარმოიდგინეთ, რისი გაკეთებაშეგიძლიათ თქვენ!"ლიდერობის გაკვეთილები დღეს რიჩარდ ბრენსონი მეუღლესთან ერთად ბრიტანეთის ვირჯინისკუნძულებზე ცხოვრობს; მისი ცნობილი Necker Island კი მისი ოჯახის ერთერთი მთავარი სახლია. ბრენსონმა Necker Island 1978 წელს შეიძინა და წლების განმავლობაში იქსაკუთარი ცხოვრების სტილი და Virgin-ის არაფორმალური კულტურისერთგვარი სიმბოლო შექმნა. კუნძული დღეს უკვე მხოლოდ კერძო სახლიკი არა, Virgin Limited Edition-ის ცნობილი ფუფუნების მიმართულებისნაწილია. ის კვლავინდებურად არ ატარებს ჰალსტუხებს, დადის ჯინსებითა დამაისურით, დილაობით ვარჯიშობს , ჩოგბურთს თამაშობს, დარბის, დადისან, კაიტსერფინგით ერთობა.ჰალსტუხი მისთვის მხოლოდ ტანსაცმლის ნაწილი არასდროს ყოფილა.ბრენსონს ხშირად აქვს თან მაკრატელი. იყო შემთხვევებით, როდესაცადამიანებისთვის ჰალსტუხი თავად მოუჭრია. მისი აზრით, ზედმეტადფორმალური გარემო ადამიანებს კრეატიულობას უზღუდავს.ამიტომაც „კაცი ჰალსტუხის გარეშე“ მხოლოდ გარეგნული მეტსახელი არარის. ეს მისი ბიზნესფილოსოფიის სიმბოლოა - ნაკლები ფორმალობა, მეტითავისუფლება და ადამიანების წახალისება, რომ იფიქრონგანსხვავებულად.მაგრამ რა არის მისი ლიდერობის მთავარი საიდუმლო?ტრადიციული ბიზნეს-სკოლები ასწავლიან: "პირველ ადგილზეა კლიენტი!"ბრენსონმა ეს წესიც დაარღვია. მისი ფილოსოფია ასეთია:„პირველ ადგილზე დგას თანამშრომელი! იზრუნე შენს თანამშრომლებზე,და ისინი იზრუნებენ შენს კლიენტებზე.“მან შექმნა კორპორაციული კულტურა, სადაც ადამიანებს არ ეშინიათშეცდომების დაშვების. ბრენსონი ამბობს, რომ თუ ადამიანი შეცდომას არუშვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ახალს არაფერს სინჯავს.ბრენსონი საკუთარ იერარქიაში თანამშრომლებს პირველ ადგილზეაყენებს, შემდეგ არიან მომხმარებლები,შემდეგ კი აქციონერებს.მისი აზრით, თუ თანამშრომელი მოტივირებული და დაფასებულია, ესსაბოლოოდ მომხმარებელზეც აისახება. სწორედ ამიტომ თანამშრომელთაკულტურა Virgin-ის ბიზნესმოდელის ერთ-ერთ ცენტრალურ ელემენტადიქცა.რიჩარდ ბრენსონმა დაამტკიცა, რომ ბიზნესი არ არის მხოლოდ ომი, სადაცციფრები წყვეტენ ყველაფერს.ბიზნესი შეიძლება იყოს თამაში, თავგადასავალი და ადამიანურიურთიერთობები.სკოლის დირექტორი მართალი აღმოჩნდა - ბრენსონი მართლა გახდამილიონერი, უფრო სწორად, მულტიმილიარდერი. მაგრამ მისი ნამდვილისიმდიდრე არა ბანკის ანგარიშები, არამედ ის უშრეტი ენერგია დათავისუფლების სულია, რომლითაც მან მთელ მსოფლიოს დაანახა:„ნუ შეგეშინდება განსხვავებულად ფიქრის. ნუ შეგეშინდება ცდის. და თუდაცემის გეშინია - გახსოვდეს, რომ ზოგჯერ სწორედ დაცემის შემდეგიწყება ყველაზე საინტერესო მოგზაურობა.“