თუ ამ ჯგუფის ხსენებისას პირველად სიმღერა „Creep“ გახსენდებათ, ანშესაძლოა გსმენიათ ალბომის - „OK Computer“ შესახებ და ფიქრობთ, რომგესმით რედიოჰედი, მინდა გითხრათ, რომ ეს ასე არ არის!
უცნაური და ირონიულია, რომ ამ ვირტუოზული ჯგუფის საუკეთესო სიმღერებისაერთოდ არ შედის რადიოროტაციაში. მას ხშირად აღიქვამენ, როგორც „ერთისიმღერის ჯგუფს“, მაგრამ რედიოჰედი მუსიკაზე ბევრად მეტია - ეს არისშინაგანი სამყაროს ტრანსფორმაცია, ელექტრონული ლაბირინთი დაშემოქმედებითი უშიშრობა.
ბრიტანული და მსოფლიო არტ-როკის ჯგუფი პირველი იყო, ვინც როკი დაელექტრონული მუსიკა დააკავშირა და გადაწია საზღვრები იმისა, რასაცინგლისურენოვან ტრადიციაში „პაპსას“ უწოდებენ. რედიოჰედის მუსიკა სმენისორგანოებზე ზემოქმედებს, ხოლო ტექსტები სრულიად სხვა სივრცეში გძირავსდა საკუთარ ფიქრებთან გაშიშვლებს.ეპოქაში, როცა ვარსკვლავები მუსიკალურ სამყაროში ინთებიან და იმაზესწრაფად ქრებიან, ვიდრე მათ შეამჩნევ, რედიოჰედს შეუძლია თავისიუნიკალური სტატუსით იამაყოს. ჯგუფის ყოველი ალბომი სრულიადგანსხვავებული სამყაროა.დღეს მოგიყვებით Radiohead-ის 9 ალბომის, მათი 9 ცხოვრების ისტორიას - ანტი-ჰიტებიდან მსოფლიო საკულტო ფენომენამდე.
ზოგიერთი ჯგუფი იკრიბება და ელვის სისწრაფით უშვებს ალბომს, თუმცაRadiohead ასე არ შექმნილა. სადებიუტო ალბომის გამოსვლამდე ჯგუფისწევრები ერთად მთელი 8 წლის განმავლობაში უკრავდნენ.
მათ ერთმანეთი ოქსფორდშირის დახურულ, მკაცრ ვაჟთა სკოლაში გაიცნეს.თითოეულმა მათგანმა ჯგუფში უნიკალური, შეუცვლელი როლი იტვირთა:ტომ იორკი - ჯგუფის გული და ვოკალისტი. ტომი დაბადებიდან მარცხენათვალის პრობლემით დაიბადა, რის გამოც ბავშვობაში 5 ოპერაცია გადაიტანა.სკოლაში თვალზე აფარებული ნახვევით დადიოდა, რის გამოც თანატოლებიგამუდმებით დასცინოდნენ. ტომი აგრესიული, გარიყული და ჩაკეტილიმოზარდი იყო, რომელიც ბრაზს მუსიკაში ანთხევდა.კოლინ გრინვუდი - ბასისტი, მხიარული და ინტელექტუალი, რომელიც სკოლისდერეფანში პირველი დაუმეგობრდა მარტოსულ ტომს. კოლინმა ეს ადამიანებიერთმანეთთან დააკავშირა.ედ ო'ბრაიენი - გიტარისტი. ყველაზე მაღალი და ქარიზმატული ბიჭი სკოლაში,რომელმაც ჯგუფს აკუსტიკური სიღრმე და კოსმოსური გიტარული ეფექტებისპალიტრა მოუტანა.ფილ სელუეი - დრამერი. ჯგუფის ყველაზე უფროსი, მშვიდი დადისციპლინირებული წევრი, რომლის მათემატიკური სიზუსტის რიტმებიცრედიოჰედის ქაოსს სიმყარეს ანიჭებდა.ჯონი გრინვუდი - კოლინის უმცროსი ძმა, ჯგუფის მუსიკალური გენიოსი.თავდაპირველად მას ჯგუფში მხოლოდ საყვირზე დაკვრა შეეძლო, თუმცა მალეაითვისა გიტარა, კლავიში და სიმებიანი არანჟირებები. ჯონი გახდა კაცი,რომელმაც რედიოჰედს აკადემიური ვირტუოზულობა შესძინა.მათ თავდაპირველად არასერიოზული სახელი - „On a Friday“ ერქვათ, რადგანსკოლის მუსიკალურ ოთახში რეპეტიციებისთვის მხოლოდ პარასკევობითიკრიბებოდნენ. სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტების დიპლომებისაღების შემდეგ, 1991 წელს, მათ Parlophone-თან გააფორმეს კონტრაქტი დასახელი Talking Heads-ის სიმღერის მიხედვით შეიცვალეს - ასე დაიბადარედიოჰედი.
ნამდვილი აფეთქება ჯგუფს სადებიუტო ალბომმა - „Pablo Honey“-მ მოიტანაალბომში შედიოდა სიმღერა „Creep“ - საშუალო ტემპის, თვითდამამცირებელიტექსტისა და სკოტ უოკერის ესთეტიკით შექმნილი ტრეკი. სიმღერის ჩაწერისასგიტარისტ ჯონი გრინვუდს იმდენად სძულდა ეს სიმღერა, რომ მისამღერის წინ
გიტარას სიმები გაბრაზებულმა ჩამოჰკრა, რათა ტრეკი გაეფუჭებინა. თუმცა,სწორედ ამ უხეშმა „აკორდის-დარტყმამ“ აქცია „ქრიფი“ მსოფლიო სენსაციად!„ქრიფმა“-მა ჯგუფი გაკოტრებას გადაარჩინა. თუმცა, ტომ იორკს სიმღერაშეძულდა. მას „ძალიან მარტივს“ უწოდებდა და არ სურდა, საზოგადოებას ისაღექვა საკუთარ თავში დაურწმუნებელ, მიუწვდომელი სიყვარულითშეპყრობილ პერსონაჟად. მას ექსპერიმენტები სურდა და არა „ამ პოპ-სიმღერის“დაკვრა.ალბომში უკვე იგრძნობოდა ჯგუფის პოტენციალი. პირველივე ტრეკში „You“მუსიკოსები ატარებენ ექსპერიმენტებს არაზუსტი ტაქტების ინტერვალებით, რაცმოგვიანებით მათი სტილის სავიზიტო ბარათად იქცა.
1995 წელს ჯგუფი ორი ძალიან რთული ამოცანის წინაშე დადგა: მოეშორებინა„ერთი ჰიტის ჯგუფის“ იარლიყი და არ გამხდარიყო „მეორე ალბომის სინდრომის“მსხვერპლი. მუსიკოსები თვეობით, მტანჯველად იცვლიდნენ სტუდიებს დაერთი და იგივე სიმღერას ათობით ვერსიად წერდნენ.შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - „The Bends“-მა რედიოჰედიმსოფლიო ჰედლაინერად აქცია!ალბომის მთავარი მშვენება გახდა „Fake Plastic Trees“ - „უიმედო სინაზით“შესრულებული ბალადა. ტომ იორკმა ვოკალი ჯეფ ბაკლის კონცერტიდანდაბრუნებისთანავე, ემოციურად ჩაწერა და სტუდიაში იტირა კიდეც.ხოლო სიმღერაში „Just“ ჯონი გრინვუდმა გიტარის ნამდვილი მონსტრისშესაძლებლობები აჩვენა. საინტერესოა, რომ კლიპის ბოლოს, ქუჩაში დაწოლილიკაცი ხალხს საიდუმლოს ეუბნება, რის შემდეგაც ყველანი მიწაზე წვებიან.რეჟისორმა ეს საიდუმლო დღემდე არავის გაანდო!
შემდეგი ალბომის ჩასაწერად ჯგუფმა აპარატურა იყიდა და ძველ მამულშიბეღელი სტუდიად გადააკეთა. მათ სრული შემოქმედებითი თავისუფლებასურდათ, თუმცა უთანხმოებების გამო მუშაობა ჩაიშალა. მათ დასახმარებლადმივიდა პროდიუსერი ნაიჯელ გოდრიჩი, რომელიც ჯგუფის „მეექვსე წევრი“გახდა.
1997 წელს გამოსული ალბომი - „OK Computer“ წინასწარმეტყველურიაღმოჩნდა. ჯგუფმა მე-20 საუკუნის მიწურულს ზუსტად იწინასწარმეტყველაXXI საუკუნის მთავარი ტრაგედია: ინფორმაციული ხმაური, ცხოვრებისავტომატიზაცია, ტექნოლოგიური გაუცხოება და ციფრული შიში.პირველივე ტრეკი „Airbag“ კოსმოსური გიტარებითა და ჰიპ-ჰოპისდამახინჯებული რიტმით აცხადებდა: ჩვეულებრივი როკი დასრულდა! „KarmaPolice“-ში ბითლზის გვიანდელი სული იგრძნობოდა, „Lucky“ პინკ ფლოიდსმოგვაგონებდა, ხოლო 6-წუთიანი, ოთხნაწილიანი „Paranoid Android“თანამედროვე „ბოჰემურ რაფსოდიად“ იქცა.ალბომი „OK Computer“ აღიარებულია XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდესმუსიკალურ შედევრად.
„OK Computer“-ის გიჟური წარმატების შემდეგ ტომ იორკმა უმძიმესი დეპრესიადა შემოქმედებითი კრიზისი გადაიტანა. მას ეზიზღებოდა გიტარის ხმა. ჯგუფმამიიღო გიჟური გადაწყვეტილება - საერთოდ ამოეტრიალებინათ როკ-მუსიკა!2000 წელს გამოვიდა „Kid A“, ხოლო 8 თვეში - „Amnesiac“. ჯგუფმა წინა პლანზეწამოწია არა მელოდია, არამედ უჩვეულო ხმის ტექსტურები. ტომ იორკმატექსტების წერისას გამოიყენა „დაჭრის მეთოდი“ - ლექსებს მაკრატლით ჭრიდა,ქუდში ყრიდა და ფრაზებს შემთხვევითი თანმიმდევრობით იღებდა!ხოლო სიმღერისთვის „Like Spinning Plates“ ტომმა ვოკალი ჩაწერა, უკუღმადაატრიალა, ისწავლა უკუღმა სიმღერა, ხელახლა ჩაწერა და ისევ უკუღმადაატრიალა! „Knives Out“-ში კი სამი გიტარით პოლიფონიის ნამდვილიმასტერკლასი ჩაატარეს.Radiohead-მა დაამტკიცა: ნამდვილი შემოქმედებითი უშიშრობა ის არის, როცაპოპულარობის პიკზე მყოფი, ყველაფერს სანაგვეზე გადაყრი და ახალ სამყაროსშექმნი.
ახალი ალბომის ჩასაწერად ჯგუფი ლოს-ანჯელესში გაემგზავრა და ალბომი სულრაღაც ორ კვირაში ჩაწერა. „Hail to the Thief“ გახდა Radiohead-ის ყველაზეგრძელი ალბომი - 14 ტრეკი და თითქმის ერთი საათი მოსმენის დრო. ეს იყო
ბრაზით, აგრესიითა და პოლიტიკური პროტესტით სავსე ჩანაწერი, სადაცელექტრონიკა და გიტარული როკი ერთმანეთს შეერწყა.
შემდეგი ალბომი ჯგუფმა კვლავ კოშმარულ ატმოსფეროში ჩაწერა - ვირთხებითსავსე, ჩამონგრეულ სახლში. ჯგუფში აპოკალიფსური განწყობა სუფევდა, თუმცაშედეგი იყო ნამდვილი დღესასწაული!ლეიბლის ძებნის ნაცვლად, 2007 წლის 10 ოქტომბერს Radiohead-მა „InRainbows“ პირდაპირ თავიანთ საიტზე ატვირთა. ფასი არ არსებობდა: მსმენელსშეეძლო გადაეხადა 0 დოლარი ან რამდენიც სურდა! ამ ნაბიჯმა მუსიკალურბიზნესში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა და მილიონობით დოლარის მოგებამოიტანა.„In Rainbows“ ჯგუფის შემოქმედებითი პიკია. „15 Step“-ის რთული რიტმი,„Nude“-ის და „All I Need“-ის უნაზესი ბალადები - ჯგუფმა იპოვა სრულყოფილიბალანსი ექსპერიმენტებსა და მელოდიურობას შორის.
2011 წელს გამოსული „The King of Limbs“ იყო ყველაზე მისტიკური,ჩაციკლული რიტმებით აწყობილი ალბომი. ხოლო „Lotus Flower“-ის კლიპში ტომიორკის ექსპრესიულმა ცეკვამ მთელი ინტერნეტი მოიცვა.ჯონი გრინვუდის ეპიკური არანჟირებისა და სიმებიანი ორკესტრის წყალობით,სიმღერები მასშტაბურად ჟღერს. „Daydreaming“-ის მოსმენისას ხედავ, როგორიბადება შენს თვალწინ ცალკე სამყარო, მერე კი როგორ კვდება და იფერფლება.
Radiohead-ის გენიალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ჯგუფის წევრებმა უარითქვეს შოუბიზნესის წესებით თამაშზე. ისინი არ წერენ ჰიტებს ჩარტებისთვის -ისინი ქმნიან ხმოვან არქიტექტურას.რედიოჰედის მუსიკა ფილმს ჰგავს. ის აღვიძებს ნოსტალგიას , მათ შორის ცრუნოსტალგიასაც, მოგონებების სევდას, რომელიც არასოდეს არსებულა. მსმენელისგრძნობები მუსიკალური ქაოსის საზღვრებს მიღმა ასევე ინსტრუმენტია დარედიოჰედის ხელში ვირტუოზულად ჟღერს.
დღეს რედიოჰედის წევრები არ ჩერდებიან:ტომ იორკმა და ჯონი გრინვუდმა, დრამერ ტომ სკინერთან ერთად, შექმნესახალი ჯგუფი The Smile, რომელმაც მოკლე დროში 3 ბრწყინვალე ალბომიგამოუშვა (მათ შორის 2024 წლის ალბომები Wall of Eyes და Cutouts).ჯონი გრინვუდი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კომპოზიტორიგახდა (ფილმები There Will Be Blood, Spencer, The Power of the Dog - საუკეთესომუსიკის კატეგორიაში ოსკარზეც იყო ნომინირებული).ედ ო'ბრაიენმა გამოუშვა წარმატებული სოლო ალბომი.კოლინ გრინვუდი ტურნეებში უკრავდა Nick Cave and the Bad Seeds-თან ერთად.ფილ სელუეი აგრძელებს სოლო კარიერას საფორტეპიანო ბალადებით.ჩვენ არ ვიცით, როდის ან რა ფორმით დაგვიბრუნდება რედიოჰედი, მაგრამ ერთირამ ცხადია: მათ უკვე შეცვალეს მუსიკის ისტორია. მათი 9 ალბომი - ეს არის 9განსხვავებული პარალელური სამყარო, სადაც ყოველთვის იპოვი თავშესაფარს,როდესაც სამყარო ძალიან ხმაურიანი გახდება.