ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე - სახელწოდებით ,,უფრო ფართო ევროპა - უფრო ძლიერი ევროპა” - საქართველო არ მიუწვევიათ. ფორუმი 15-16 ნოემბერს გაიმართება. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ რასაც ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით ხედავენ ვიწრო პოლიტიკური აზროვნების შედეგია. მმართველი გუნდის წევრების თქმით, დიალოგისთვის მზად არიან თუმცა ევროკავშირს დისკუსია არ სურს. ოპოზიციისთვის ქართული ოცნების არგუმენტები მიუღებელია და ევროინტეგრაციის შეფერხებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.