შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს - Palitra News

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს

2026-10-15 12:52:07+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-კულტივირება-მოყვანა, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა. პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია 100 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ და „მარიხუანა“, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.