უკრაინაში რუსეთის საჰაერო იერიშები გრძელდება. ამავდროულად, კი ოფიციალური კიევი ფრონტზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი Starlink-ის სისტემის მუშაობის შეფერხებას ეხმაურება. უკრაინული მხარის განცხადებით, სისტემაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა სამხედრო დრონების ოპერაციები შეაფერხა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კავშირის შენარჩუნება ფრონტზე სამხედროების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. რა ვითარებაა უკრაინა-რუსეთის ფრონტის ხაზზე და რა განცხადებებს ავრცელებენ მსოფლიო ლიდერები.