რატომ არ მიიწვიეს საქართველო ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე - Palitra News

რატომ არ მიიწვიეს საქართველო ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე

2026-10-15 16:03:44+04:00

ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე - სახელწოდებით ,,უფრო ფართო ევროპა - უფრო ძლიერი ევროპა” - საქართველო არ მიუწვევიათ. ფორუმი 15-16 ნოემბერს გაიმართება. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ რასაც ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით ხედავენ, ვიწრო პოლიტიკური აზროვნების შედეგია. ქართული ოცნების არგუმენტები მიუღებელია ოპოზიციისთვის.