საქართველო ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე მიწვეულ ქვეყნებს შორის არ არის. ღონისძიება, სახელწოდებით „უფრო ფართო ევროპა - უფრო ძლიერი ევროპა“, 15-16 ნოემბერს გაიმართება. „ქართული ოცნება“ ევროკავშირის გაფართოების მიმართ არსებულ მიდგომებს ვიწრო პოლიტიკური აზროვნების შედეგად მიიჩნევს, რასაც ოპოზიცია არ ეთანხმება. რატომ არ მოხვდა საქართველო ფორუმის მონაწილეთა შორის და როგორ ხსნიან გადაწყვეტილებას ხელისუფლება და ოპოზიცია?