ვენეციის კომისიის კრიტიკა და ხელისუფლების პასუხი - მმართველი გუნდი კანონების შეცვლას არ გეგმავს - Palitra News

ვენეციის კომისიის კრიტიკა და ხელისუფლების პასუხი - მმართველი გუნდი კანონების შეცვლას არ გეგმავს

2026-10-15 20:48:14+04:00

ვენეციის კომისია საქართველოში მიღებულ საკანონ_მდებლო ცვლილებებს დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიიჩნევს და ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. კომისიის შეფასებით, რეგულაციები მოქალაქეთა უფლებებს, პოლიტიკურ თავისუფლებებსა და ოპოზიციის საქმიანობას არაპროპორციულად ზღუდავს. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას - მმართველი გუნდი დასკვნებს დაუსაბუთებლად და მცდარად აფასებს. ამასთანავე, დასავლეთის კრიტიკის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ კანონების გაუქმებას არ გეგმავს.