ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - ბუსა ჟვანიას პატიმრობა ძალაში დარჩა, ძმები კაკულიები ნაფიც მსაჯულებზე უარს ამბობენ - Palitra News

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - ბუსა ჟვანიას პატიმრობა ძალაში დარჩა, ძმები კაკულიები ნაფიც მსაჯულებზე უარს ამბობენ

2026-10-15 20:49:34+04:00

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების საქმეზე ბუსა ჟვანიას პატიმრობა ძალაში დარჩა, ძმები კაკულიები კი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს ამბობენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ხოლო ადვოკატების მოთხოვნა ჟვანიას 10 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ დავით და გურამ კაკულიების საქმეც არსებითად განსახილველად გადასცა. დაცვის მხარე საქმის შეწყვეტას ითხოვდა. შემდეგი სხდომა კი 29 ოქტომბერს გაიმართება.