თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე დაესწრო. სტუმრებმა უნივერსიტეტების, კოლეჯების, სკოლებისა და სამეცნიერო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საგანმანათლებლო და ინოვაციური პროექტები დაათვალიერეს. ღონისძიების ფარგლებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერებიც დააჯილდოვეს. სამინისტროს მხარდაჭერით გამართული ფესტივალი რეგიონებში სამეცნიერო საქმიანობის განვითარებას, ახალგაზრდებში კვლევითი ინტერესის გაღვივებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.