რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლები უკრაინის ომის გარშემო ახალი პოლიტიკური დაპირისპირების ცენტრში მოექცა. ევროპის ლიდერების ნაწილი მოსკოვზე ზეწოლის გასაძლიერებლად ენერგეტიკული შემოსავლების შემცირებას ემხრობა, დონალდ ტრამპი კი ენერგეტიკული ზავის ინიციატივით გამოდის. შეთანხმება ამ დრომდე მიღწეული არ არის. უკრაინამ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშები განაახლა, რუსეთმა კი უკრაინაზე ახალი დარტყმები განახორციელა. ვითარების ფონზე ვოლოდიმირ ზელენსკი კითხვებს ვაშინგტონის მიმართაც აყენებს.