პატიმრის გარდაცვალება ქუთაისის ციხეში - პენიტენციური სამსახური შემთხვევის დეტალებს ავრცელებს - Palitra News

პატიმრის გარდაცვალება ქუთაისის ციხეში - პენიტენციური სამსახური შემთხვევის დეტალებს ავრცელებს

2026-10-15 20:57:01+04:00

ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 9 ოქტომბერს ბრალდებული პირი ორსართულიანი საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე დაეცა. თანამესაკნეების შეტყობინებიდან დაახლოებით 1 წუთში ადგილზე სამედიცინო პერსონალი მივიდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაწესებულებაში 14:50 საათზე გამოცხადდა, გარდაცვალება კი 15:15 საათზე დაფიქსირდა. უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შესახებ პროკურატურას დაუყოვნებლივ ეცნობა და საგამოძიებო ორგანოებს საქმის მასალები გადაეცა.