„ქართული ოცნება უმრავლესობის სხდომის ჩასატარებლად ემზადება. სხდომა ხვალ 14 საათზე ჩაინიშნა. „ქართული ოცნების“ დეპუტატ, ლევან მაჭავარიანის ინფორმაციით, სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. დეპუტატის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ, მათ შორის, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხს.