5 დღე ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული პოლიტიკური საქმის სასამართლო განხილვამდე - ოთხშაბათს საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ მომზადებული სარჩელის განხილვას დაიწყებს - "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული ასაკრძალი პარტიების სიაშია 5 ოპოზიციური პარტია - ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის, ლელო, ფედერალისტები და გახარია საქართველოსთვის. უკვე ცნობილია რომ ნაწილი მათგანი სხდომებს დაესწრება და საკითხის სამართლებრივ განხილვაში მონაწილეობას მიიღებს. ოპოზიციური ძალები აცხადებენ რომ საქართველოს თანამედროვე ისტორიაში დგება მომენტი, როდესაც წლების განმავლობაში ნაშენებ დემოკრატიას საბოლოო განადგურება ემუქრება. ხელისულების ოპონენტები ფიქრობენ რომ საზოგადოების მაქსიმალური მობილიზაცია არის ის ერთადერთი ბერკეტი, რომელიც "ქართული ოცნებას" განზრახვის სისრულეში მოყვანაში ხელს შეუშლის. სწორედ ამ მიზნით ოპოზიციურმა ალიანსმა 25 ოქტომბერსა და 28 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქციები დააანონსა. თავის მხრივ მმართველ გუნდში ფიქრობენ რომ მათ მიერ მომზადებული სარჩელი სრულყოფილი და მრავალი დამაჯერებელი ფაქტითაა გაჯერებული. სახელისუფლებო გუნდში იმედოვნებენ რომ საკონსტიტუციო სასამართლო მათ შეხედულებას გაიზიარებს.