საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა - Palitra News

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

2026-10-16 10:06:31+04:00

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვახტანგ ჟვანია (იგივე ვატო ყიფიანი), ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს, რომელმაც ფიზიკური ტკივილი განიცადა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.