გაფართოვდება თუ არა ციხეში მოხვედრილი "ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების სია - Palitra News

გაფართოვდება თუ არა ციხეში მოხვედრილი "ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების სია

2026-10-16 10:07:31+04:00

გაფართოვდება თუ არა ციხეში მოხვედრილი "ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების სია - ოპოზიცია დარწმუნებულია რომ ყოფილი პრემიერის, სუსის ყოფილი უფროსისა და კიდევ სხვა არაერთი პირის შემდეგ ჯერი ახლა მამუკა მდინარაძესა და თიკა რუხაძეზე მიდგა. საქმე ეხება 2 დღის წინ კულტურის პალატის თავმჯდომარის, დავით ოქიტაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს, სადაც მან არაერთ სხვა საკითხთან ერთად დასვა მთავარი კითხვა - როგორ დახარჯა კულტურის მაშინდელმა მინისტრმა, თიკა რუხაძემ სახელწმიფოს მიერ პატიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხები. ოქიტაშვილი ამტკიცებს რომ რუხაძე კულტურის სამინისტროში მუშაობის პერიოდში მამუკა მდინარაძის გავლენებს იყო ამოფარებული. პალიტრანიუსთან საუბრისას დავით ოქიტაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია რომ დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში საგამოძიებო უწყება მას აღნიშნულ საქმეზე გამოკითხავს.