საკონსტიტუციო სასამართლო 5 დღეში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ მომზადებული სარჩელის განხილვას დაიწყებს - "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული ასაკრძალი პარტიების სიაშია - ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის, ლელო, ფედერალისტები და გახარია საქართველოსთვის. ნაწილი მათგანი სხდომებზე დაესწრებასა და საკითხის სამართლებრივ განხილვაში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ოპოზიციური ძალები აცხადებენ რომ საქართველოს თანამედროვე ისტორიაში დგება მომენტი, როდესაც წლების განმავლობაში ნაშენებ დემოკრატიას საბოლოო განადგურება ემუქრება. საზოგადოების მაქსიმალური მობილიზაციისთვის ოპოზიციურმა ალიანსმა 25 ოქტომბერსა და 28 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქციები დააანონსა