ევროკავშირის გაფართოების კიდევ ერთი ყოველწლიური ფორუმი და ისევ პროცესის მიღმა დარჩენილი საქართველო - ხელისუფლების ოპონენტები ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის უმძიმეს პერიოდზე საუბრობენ. ოპოზიცია, რომელიც მმართველ ძალას ანტიდასავლურ ქმედებებში დიდი ხანია ადანაშაულებს, ამბობს რომ დღეს საქართველო ისე შორსაა ევროკავშირისგან, როგორც არასდროს. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ რომ "ქართული ოცნების" წინააღდმეგ საქნციების ამოქმედების გადავადება დროებითია, რადგან ადრე თუ გვიან ბრიუსელი მის ხელთ არსებულ ზეწოლის ყველა ბერკეტს აამოქმედებს. კრიტიკას ისევ არ იზიარებს მმართველი გუნდი.