ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“, სამართლადამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთ პირთან ვახტანგ ჟვანიასთან ერთად დააკავა. პროკურატურა სამივე მათგანის მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, დაკავებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს, რომელმაც ფიზიკური ტკივილი განიცადა. რა კომენტარს აკეთებენ ვატო ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის დვოკატები?